თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა.