პრემიერ მინისტრი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა

07 ივნისი 2023, 19:57 906 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს ჩოუ ჩანგ ვონს შეხვდა.მხარეებმა ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებებზე ისაუბრეს და სამომავლოდ ნაკრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო ქართველი მწვრთნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტაეკვონდოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო ფედერაციის დახმარების მნიშვნელობას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში