ხერსონის ოლქის დატბორვის შედეგად 7 ადამიანია დაკარგული 

07 ივნისი 2023, 14:30 818 ნახვა

სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება  ტერიტორიების დატბორვის შედეგად - განაცხადა ნოვა კახოვკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში წყალი კიდევ დაახლოებით 20 საათის განმავლობაში განაგრძობს უკონტროლო დინებას.

ამ დროის განმავლობაში წყლის დონემ შესაძლოა კიდევ ერთი მეტრით მოიმატოს. დნეპრის  მარჯვენა სანაპიროზე უკვე 2 ათასამდე სახლია დატბორილი, ევაკუირებულია ათას 500-მდე ადგილობრივი მკვიდრი. წყლით დაფარულია  10 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა,  რუსეთის მიერ არის ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე კი დატბორვის მასშტაბი  რამდენჯერმე მეტია. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახლა წყლის გარეშე  ხერსონში სარწყავი სისტემების 94%, ზაპოროჟიეში 74% და დნეპროპეტროვსკის ოლქში 30% დარჩა. ამან შესაძლოა  სამხრეთ უკრაინაში  მინდვრები მომავალ წელს უკვე უდაბნოებად გადააქციოს.  ჰესის განადგურების უარყოფითი შედეგები თევზის მრეწველობაზეც აისახება. 

წინასწარი შეფასებით, ყველა ბიორესურსის განადგურების შედეგად მიყენებული ზარალი 10,5 მილიარდ გრივნას შეადგენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი