სოფელ ხუცუბანში ბლადაძეების, ირემაძეების, ნაკაიძეების, გაბაიძეების და ბახუნდარიძეების მიმართულებით 2,4 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი სანიაღვრე და დამცავი ნაგებობებით.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილლიონ ლარს შეადგენს. ასევე სოფელ გვარაში გიორგაძეების მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.