ეს არის ამ ბრუტალური დამანგრეველი ომის ერთ-ერთი შედეგი,რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის. კახოვკა გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსული ჯარის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვითარების ესკალაციის ნაცვლად მხარეები უნდა დასხდნენ და ომის დასრულების შესახებ მოილაპარაკონ.