12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვება იყო მთავარი განსახილველი საკითხი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წევრებსა და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.
აუდიენციის ფარგლებში ხელისუფლების ოპონენტებმა პარტნიორებს, ევროინრეგრაციის გზაზე არსებული დაბრკოლებებისა და ბარიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გერმანიიდან გრძელ და მოკლე ვადიანი, სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის მოლოდინი გამოთქვეს.
გერმანიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია აქვს და რომ გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს ღიად უჭერს, ამას შეხვედრების დასრულების შემდეგ ''ქართული ოცნების'' დეპუტატები ამბობენ.