ამ წუთებში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია იხსნება, სადაც იმყოფება პრემიერ მინისტრი, რომელიც ობიექტებს დაათვალიერებს.
სპორტული ინფრასტრუქტურა უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად მოეწყო.
პრემიერის თქმით, 35 მლნ ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქუთაისს ჰქონოდა უეფას უმაღლესი სტანდარტის, ანუ მე-4 კატეგორიის შესაბამისი სტადიონი.