"საუბარი ფერეიდნელ ქართველებზე " - ამ თემაზე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მწერლისა და პუბლიცისტის ნიაზ ზოსიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მწერალმა, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების კულტურასა და ყოფა-ცხოვრებაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ენის ფერეიდნულ თავისებურებებზე. ნიაზ ზოსიძე 6 წიგნის ავტორია.
ძმები ნობელების მუზეუმში მწერლისა და პუბლიცისტის საჯარო ლექცია "სამუზეუმო საათის" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.