დღეს თბილისში ანსამბლ არსიანის კონცერტი გაიმართება

05 ივნისი 2023, 18:14 795 ნახვა

თბილისში,რუსთაველის ეროვნულ თეატრში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,არსიანის“ კონცერტი სახელწოდებით "საუკუნოვანი ისტორია" მაყურებლის წინაშე 20: 00 საათზე წარსდგება . ანსამბლი მაყურებელს განახლებულ პროგრამას სთავაზობს. 100 წლოვანი ანსამბლის სოლო კონცერტი ,,საუკუნოვანი ისტორიით...’’ ემსახურება დედაქალაქის ფართო მაყურებლისთვის ანსამბლის გაცნობასა და წარმოჩენას. აღნიშნული სოლო კონცერტი წარმოდგენილია განსხვავებული რეპერტუარით. დღეს სულ შესრულდება 20 ნომერი. ასევე რუსთაველის ეროვნული თეატრის ფოიეში დაგეგმილია ფოტო-გამოფენა სახელწოდებით ,,დაარსებიდან დღემდე”, რომელიც ასახავს ანსამბლის განვლილ საუკუნოვან შემოქმედებით გზას. არსიანის შემდეგი სოლო კონცერტები გაიმართება 27 ივნისსა და 27 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში