რუსეთის პოლიციამ კვირას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ქუჩებში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის 47 -ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოვიდნენ. რუსეთის 23 ქალაქში 109 ადამიანია დაკავებული. ნავალნი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის ციხეში 12 წლიან სასჯელს იხდის.
პოლიტიკოსი ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.
მოსკოვში ასევე დააკავეს კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „გაათავისუფლე ნავალნი“.