დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები

18 თებერვალი 2017, 00:00 1859 ნახვა

ძლიერი ყინვის გამო აქ გადაადგილება შეზღუდულია. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა გელაურა, ფაჩხას და აგარის მიმართულებით, საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით დღესაც გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც 15 ერთეული ტექნიკა ასრულებს. რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, აქ გაწმენდითი სამუშაოები დღეს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა, აქ ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია. გამგეობაში მობილიზებულია საგანგებო შტაბი. უამინდიბას ელექტრიენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია.

ამავე კატეგორიაში