გუშინ, თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები 2 ივნისს ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რჩება მარტის აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, რომელმაც კარავი გაშალა.
გუშინ აქციას შეუერთდნენ მე-3 სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.