მემორანდუმი თურქეთის საავადმყოფოთა ქსელთან

03 ივნისი 2023, 11:18 681 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საავადმყოფოთა ქსელ „მედიქალპარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და საავადმყოფოთა ქსელის სამსუნ „მედიქალპარკის“ დირექტორმა ჰაქან ოზჯანმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მაღალი ხარისხის  მომსახურების მიწოდებას ისახავს.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალისთვის გამოცდილების გაზიარებას და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში