ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში

02 ივნისი 2023, 20:49 729 ნახვა

ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რამაზ ზოიძემ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში ირანელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი მოჰამედრეზა გერაი დამაჯერებლად, 11:1 დაამაცხა. ამავე წონაში შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ოთარ აბულაძე. 77კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში იჭიდავა იური ლომაძემ, რომელიც ირანელ სპორტსმენთან 3:8 დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ბიშკეკში საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა გელა ბოლქვაძემ, მან მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახ ბატიროვს 9:0 მოუგო. გუშინ, სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს ლერი აბულაძე ჩემპიონი გახდა, გურამ ხეცურიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი