„ნაციონალური მოძრაობა'' საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, შპს „სამკუთხედი'' ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის ხელვაჩაურის მონაკვეთზე ინფრატრუქტურულ სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს, ასევე კომპანიას 22 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ხელშეკრულების დარღვევის გამო კომპანია არც დაჯარიმებულა.
საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კომენტარი არ გააკეთეს და წერილობითი განცხადება გაავრცელს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს სამკუთხედმა სამუშაოები 2022 წელს დაასრულა, თუმცა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაობი დახარვეზდა და ახლა ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს. ასევე ირწმუნებიან, რომ კომპანია დაჯარიმდა კიდეც.