საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადება, – ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
მოახლოებული თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველად გამოიძახა გიორგი გველესიანი, რომელიც „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში ირანის ჩემპიონი გახდა. ფრანგმა სპეციალისტმა დააბრუნა ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო) და ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი). შემადგენლობაში ამჯერად არაა გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც პოზნანის „ლეხში“ არ ათამაშებდნენ, ასევე მოსკოვის „დინამოს“ მცველი – საბა საზონოვი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე:
- გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი),
- გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი),
- ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა:
- ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი),
- გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
- საბა კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი),
- ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია),
- გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი),
- ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი),
- ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო),
- ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი),
- გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა:
- ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი),
- ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია),
- ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),
- სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),
- ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი),
- საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი),
- გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
- ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
თავდასხმა:
- გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი),
- ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი),
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია),
- ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია),
- გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).
ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.
მატჩების განრიგი ასეთია:
- 17 ივნისი, 22:45 კვიპროსი – საქართველო;
- 20 ივნისი, 22:45 შოტლანდია – საქართველო.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი