ევროპული გაერთიანების სამიტი - პოლიტიკური შეფასებები

02 ივნისი 2023, 12:01 650 ნახვა

''თუ რეალურად ევროპას და ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია საქართველოში,  სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას“ - ეს იყო მთავარი სათქმელი ირაკლი ღარიბაშვილის  მოლდოვაში გამართულ  ევროპის პოლიტიკურ სამიტზე. 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი  პრემიერის გამოსვლას უარყოფითად აფასებს, მათი განცხადებით, ხელისუფლების ვიზიტები  ქვეყანას ევროპულ მომავალთან აშორებს.  

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრემიერმა მაღალი რანგის შეხვედრებზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.   

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში