აჭარის საგზაო დეპარტმენტი სამი ახალი მანქანის შეძენაში 320 ათას ლარს დახარჯავს. ტენდერი შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია. ეს იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა მუდმივად აპელირებს, რომ გზების გაწმენდა, განსაკუთრებით დიდთოვლობისას პრობლემურია. შესაბამისი სამსახურები კი, პერიოდულად ამის მიზეზად არასაკმარის ტექნიკურ საშუალებებს ასახელებენ.