საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

31 მაისი 2023, 14:49 716 ნახვა

ორი საათი ბრიუსელში გამოსვლამდე. ,,ქართული ოცნების“  ხელისუფლების პირობებში და 13-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს  საქართველოს პრეზიდენტი ევროპული პარლამენტის ტრიბუნიდან ევროდეპუტატებს სიტყვით  მიმართავს.  

აქვე გეტყვით, რომ  ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ შეკრებაზე გამოსვლის შესაძლებლობა  ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას ხშირად არ აქვს. თუმცა არის გამონაკლისებიც. შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი  ბრიუსელში ისეთს,  რომ    როგორც ამას თავად ამბობს ევროპამ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა. ასეთ დროს რისთვის გამოიყენებს საერთაშორისო ტრიბუნას პრეზიდენტი?

ოპოზიციის ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერას სთხოვს დასავლეთს.

ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული გზავნილის გაგონება სურთ მმართველ პარტიაში, სადაც ასევე ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა უნდა  უთხრას სიმართლე ევროპარლამენტარებს,  მათ შორის რეზოლუციებთან მიმართებაში.

ბრიუსელში გამოსვლას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი