ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს რომ, მიესალმება სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მტკიცე ერთგულებას.
„მქონდა კარგი შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.