ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს - სალომე ზურაბიშვილი 

30 მაისი 2023, 21:24 711 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.

მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი