,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის საგზაო დეპარტმენტს აკრიტიკებს. საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ უწყება 14 თებერვალს გამოცხადებული ტენდერით, მაღალი გამავლობის 5 ერთეული ავტომობილის შეძენას აპირებს. საერთო ჯამში კი ავტომობილების ღირებულება დუმბაძის ინფორმაციით, 320 ათას ლარია. ოპოზიცია საგზაო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ ტენდერი გააუქმონ, აღნიშნული თანხით კი მძიმე ტექნიკა შეიძინონ. უწყებაში საპასუხო კომენტარი მოგვიენბით გაკეთდება. როგორც საგზაო დეპარტამენტში განგვიმარტეს დეპარტამენტის უფროსი მაღალი ზონის სოფლებში გზების გაწმენდით სამუშაოებს ეცნობა.