საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 

30 მაისი 2023, 12:05 818 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომი, სანქციები და ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური ვითარება საქართველოში - ამ საკითხების ირგვლივ ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია. მოდერატორის ჩართულობით დისკუსია ნახევარ საათს გაგრძელდა.

პრემიერმა გაიხსენა 2008 წლის ომიც და ისაუბრა იმაზე, თუ რა მხარდაჭერა გამოხატა მაშინ მსოფლიომ. ასევე აღნიშნა, ქართული ოცნების მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ომს თავიდან აიცილებდნენ.

ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში