ხელბურთში საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება. ფინალში საქართველოს ჩემპიონობისთვის ბათუმის ''შავი ზღვის ბიჭები'' და თბილისის “პეგასი'' იბრძოლებენ.
მესამე ადგილისთვის კი ერთმანეთს “ქუთაისი 2015” და წყალტუბოს “პრომეთე” შეხვდება, ეს მატჩი თბილისში ჩატარდება.
''ბსბ'' და ''პეგასი'' რამდენიმე დღის წინ იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც ბათუმელთა გამარჯვებით 26-22 დასრულდა.