სლოვაკეთის დედაქალაქი გლობალურ უსაფრთხოების ფორუმს მასპინძლობს.მაღალი დონის ფორუმში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და 1000 ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს. საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად უკვე იმყოფება ბრატისლავაში და ხვალ ის თემატურ პანელზე გამოვა სიტყვით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სლოვაკელ კოლეგასთან გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.ორმხრივ შეხვედრებზე პრიორიტეტული საკითხები იქნება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.უმაღლესი დონის ფორუმზე მომდევნო 3 დღის განმავლობაში მსოფლიო წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსები უკრაინის მხარდაჭერის, გლობალური უსაფრთხოებისა და გამოწვევების საკითხებზე იმსჯელებენ.