დიდთოვლობა ქედაში

17 თებერვალი 2017, 00:00 2069 ნახვა

ქედაში 12 საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღებში  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი, მოსწავლეთა გამოუცხადებლობაა. უხვი ნალექის გამო  გადაადგილება შეფერხებულია შიდა სასოფლო გზებზე. მოძრაობა შეზღუდულია ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზეც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,   ცენტრალურ  მაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დასაშვები. უშუქოდაა დარჩენილი მერისის, პირველი მაისის და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა. ასევე სოფელი შავაბური.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი