თენგიზ ბოლქვაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი დასრულდა სპორტულ აკრობატიკაში. შეჯიბრებაში სპორტსმენები მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სომხეთიდან. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამეულთა და წყვილთა თანრიგში.
თენგიზ ბოლქვაძე იყო სპორტის ოსტატი, მსაჯი, მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ტანვარჯიშის განვითარებაში. მისი სახელობის ტურნირი მეოთხედ ჩატარდა. თენგიზ ბოლქვაძე გასულ წელს გარდაიცვალა.