ოკუპანტის შეტევა კიევზე

28 მაისი 2023, 10:30 518 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტმა ამჯერად  კიევზე დრონებით მორიგი მასიური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თავდასხმის შედეგად ცეცხლი, სულ მცირე, ორ მაღალსართულიან კორპუსს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

გუშინ გვიან ღამით საჰაერო განგაში გააქტიურებული იყო უკრაინის 12 რეგიონში,  ჩრდილო-დასავლეთით ვოლინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დნეპროპეტროვსკამდე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები იყო ქალაქ ჟიტიმორში, რომელიც კიევის დასავლეთით მდებარეობს. ამჟამად როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში აღარ მოქმედებს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტისა და ავდივის რაიონებში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში