რუსეთი გერმანიის მოქალაქეებს აძევებს 

28 მაისი 2023, 10:20 617 ნახვა

რუსეთმა გერმანული ინსტიტუტების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გამო, ქვეყნიდან გერმანიის ასობით მოქალაქის გაძევება გადაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეხება დიპლომატებს, მაგრამ, პირველ რიგში, განათლებისა და კულტურის სფეროს თანამშრომლებს, როგორიცაა მოსკოვის გერმანული სკოლის მასწავლებლები და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ოფიციალურ ბერლინს ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი