„ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” – ეს იყო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მთავარი საკითხი.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დიასპორის ფორუმის სახელწოდება და სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებთან და იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგა.
ილია დარჩიაშვილმა ამ პროცესში ქართული დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიებისა და სამრევლოების როლის მნიშვნელობას.