ბათუმში მრავალსართულიან სახლში ბინა დაიწვა

26 მაისი 2023, 00:28 1184 ნახვა

ხანძარი იყო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მრავალსართულიან სახლში, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მუშაობს სახანძრო სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გამომწვევ მიზეზს გამოძიება დადგენს.

შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში