რატომ აღარ არის პარლამენტის გაფორმებაში ევროკავშირის დროშა, ისევე როგორც მაგალითად გასულ წელს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით — აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ეს არ არის მთავრობის მხრიდან სიახლე, რადგანაც მათი თქმით, ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩევა. ისინი საკანონმდებლო შენობაზე ევროკავშირის დროშის დაბრუნებას ითხოვენ.