რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ირანული წარმოების 36 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთაგან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.
კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონის, ხმელნიცკის, როვნოს, ოდესის, ვინიცას, ტერნოპოლის და ვოლინის, ლვოვის, ხარკოვის ოლქებში.
მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებითა. ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.