დღეს იტალიის თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს ფიორენტინა და მილანის ინტერი დაუპირისპირდება. ფლორენციელებს მხოლოდ მეკარე სალვატორე სირიგუ ვერ დაეხმარება, ხოლო ინტერის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ დალბერტს, შკრინიარს და მხითარიანს. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ორივე გუნდი ევროთასების ფინალში იასპარეზებს, კონფერენს ლიგაზე 7 ივნისს ფიორენტინა ვესტ ჰემს დაუპირისპირდება ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 ივნისს მილანის ინტერი მანჩესტერ სიტის შეხვდება.