ტარიელ ფუტკარაძის მონოგრაფიის წარდგენა

24 მაისი 2023, 17:28 772 ნახვა

ტარიელ ფუტკარაძისა და მანანა ტაბიძის მონოგრაფია წარადგინეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.მუჰაჯირებისთვის შექმნილი წიგნი სახელმწიფო  სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია. მონოგრაფიაში განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში მოსახლე, ქართველურენოვან მუჰაჯირთა,შთამომავლების მეტყველებაში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი თავისებურება - ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა.ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მუჰაჯირთა პრობლემაზე.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი