კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პარლამენტში იმყოფებოდა. ხავიერ კოლომინა უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რამდენიმე წუთში კი ოპოზიციის წევრებს შეხვდება.
ისინი შეხვედრაზე ყურადღების გამახვილებას 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე გეგმავენ. მათი თქმით, ნატოში გაწევრიანების სურვილს მაღალი რანგის სტუმარს კიდევ ერთხელ ღიად დაუდასტურებენ.