საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე

24 მაისი 2023, 15:09 648 ნახვა

მთავარ ამოცანად და ვალდებულებად ქვეყნის ინტერესები და ხალხის დაცვა დაასახელა საქართველოს პრემიერმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირდაპირი ფრენები რუსეთთან არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს მასთან. მისი თქმით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა. ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და პარალელი გაავლო 2008 წლის ომთან. აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ადეკვატური რეაქცია არავინ იქონია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავის დაუწესებია.

პრემიერმა ისაუბრა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მიღწეულ წარმატებებზეც. ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის ორგანიზებით იმართება. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში