“საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელო“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც გენერალურ პროკურატურაში გაიმართა. მის შექმნაზე პროკურორებმა იმუშავეს.
ინიციატორების განმარტებით, ის მნიშვნელოვანად დაეხმარება დამწყებ და პრაქტიკანტ გამომძიებლებს ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების დროს გასათვალისწინებელ გარემოებებზე.