ლუკა ასათიანისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დასრულდა ნიჟარაძის, ჯინჭარაძის, გორგასლის, თაბუკაშვილის, თამარ მეფის, ადლიის, გუდიაშვილის, ჰაიდარ აბაშიძის, კოტე აფხაზის, ლერმონტოვისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე.
ჯამში მოეწყო 900 მეტრი ახალი სანიაღვრე ქსელი.