მაია გერსამიას მასტერკლასი სტუდენტებისთვის 

24 მაისი 2023, 14:05 699 ნახვა

მხატვარ მაია გერსამიას მასტერკლასი გაიმართა სტუდენტებისთვის. თემა პასტელით მხატვრობა იყო. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია გერსამიამ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით არსებული სიახლეები გააცნო, ესაუბრა პასტელით ხატვით თავისებურებებსა და ტექნიკაზე.

მასტერკლასს სასწავლებლის სტუდენტები, ხელოვნებათმცოდნეობისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდნენ სტუდენტები.

მასტერკლასზე გამოფენილი იყო მაია გერსამიას ნამუშევრებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში