კარმელო ენტონიმ კარიერა დაასრულა

23 მაისი 2023, 20:07 618 ნახვა

38 წლის ასაკში NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მექულემ, კარმელო ენტონიმ კარიერა დაასრულა. ამერიკელი კალათბურთელი გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი დაემშვიდობა. ბოლოს კარმელო ლოს ანჯელეს ლეიკერსში 2021/22 წლების სეზონში თამაშობდა. ის 2003 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად დენვერ ნაგეტსმა აიყვანა, სადაც 2003-2011 წლებში თამაშობდა. სწორედ 2003 წლის დრაფტზე აიყვანეს ლებრონ ჯეიმსი და ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. ენტონი ასევე თამაშობდა ნიუ იორკ ნიქსში ოკლაჰომა სიტი თანდერში, ჰიუსტონ როკეტსში და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში. NBA-ში გატარებულ 19 სეზონში მან 28 289 ქულა დააგროვა, ამ მაჩვენებლით ის ლიგის საუკეთესო მექულეებში მე-11 ადგილს იკავებს. ენტონიმ 10-ჯერ მიიღო მონაწილეობა ALL STAR-ის შეხვედრებში და ასევე იყო NBA-ს TOP 75-ის წევრი. აშშ-ს ნაკრებთან ერთად მან ოლიმპიადაზე სამჯერ ოქროს, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი