„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. სამნავიანი ბაზილიკის ტაძარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით აშენდება.