არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი.
გავრცელებული ცნობით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული.
ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.