ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა - რა მოხდა სკოლაში?

23 მაისი 2023, 15:04 2212 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა. მიზეზი მასწავლებლების პროტესტია. პედაგოგები სოლიდარობას უცხადებენ დირექტორს რომელმაც თანამდებობის დატოვიბის გადაწყვეტილება მიიღო, 

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლე დააბულინგა. საგაკვეთილო პროცესის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი კი მოსწავლემ ტელეფონით გადაიღო. მომხდარზე სკოლაში შიდა მოკვლევა დაიწყო. 

სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მასწავლებელმა საკუთარი   ნებით სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, თუმცა როდის დაკმაყოფილდება ის უცნობია.  ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები მომხდარს არ ეთანხმებიან  და ამბობენ, რომ ამ ქმედებამ სკოლის  ავტორიტეტი მიზანმიმართულად  შელახა.    

ჩვენ ვცადეთ, მშობელსა და მოსწავლეს გავსაუბრებოდით, თუმცა დღეს  ისინი სკოლაში არ იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, მათთან დაკავშირებას ისევ ვცდილობთ. სკოლაში ამ წუთებში თათბირი მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი