სერგო გოგოლაძის ნამუშევრების გამოფენა

23 მაისი 2023, 10:51 581 ნახვა

ძველი ბათუმის ქუჩები, პეიზაჟები, პორტრეტები - დამთვალიერებელს მხატვარ სერგო გოგოლაძის ფერწერული ნამუშევრები ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ელოდება.

ეს მხატვრის მე-11 პერსონალური გამოფენაა. მის ნამუშევრებს ახასიათებს მკვეთრი ფერები და სინამდვილესთან მაქსიმალური მიახლოება.

მხატვრის უახლესი ნამუშევრები გალერეაში 28 მაისამდე დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში