დღეს ქართული რადიოს დღეა

23 მაისი 2023, 11:44 709 ნახვა

23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა, პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გადაიცა. საცდელი პერიოდის შემდეგ რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა.

თავდაპირველად ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა. მრავალი წლის განმავლობაში რადიო უალტერნატივო მაუწყებლად რჩებოდა, თუმცა მან მსმენელი ტელევიზიის ამოქმედების შემდეგაც შეინარჩუნა.

დღეს იუბილარია რადიო „აჭარაც“. აჭარის რადიო ერთ-ერთი ძველი რადიოსადგურია საქართველოში. პირველი ინფორმაცია ეთერში 1930 წლის 23 მაისს გავიდა. თავდაპირველად, მაუწყებლობა ბათუმის საქალაქო კვანძის მეშვეობით ვრცელდებოდა და მოსახლეობას ახალი ამბები მიეწოდებოდა. 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალო ტალღოვანი სადგური ამოქმედდა.

მაუწყებლობა ტალღაზე FM104.5 - 24 საათიანია.

საზოგადოებრივი რადიო ფლობს უნიკალურ აუდიოფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი