ბახმუტი და მარიინკა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან - უკრაინის გენშტაბი

23 მაისი 2023, 10:02 646 ნახვა

გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 20 სარაკეტო და 48 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 90-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ასევე აღნიშნავენ, რომ ქალაქები ბახმუტი და მარიინკა ფრონტის ხაზზე კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ.

გენშტაბის ცნობით, ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასევე რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქების ქალაქებზე. ოკუპანტებმა ასევე ცეცხლი გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით. არიან დაშავებული მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა გაანადგურეს სულ „შაჰიდის“ 23 დრონი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა, ცხრა სადაზვერვო დრონი, ჩამოაგდეს „მი-24“-ის ტიპის ვერტმფრენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი