ბუდუ ზივზივაძის სადებიუტო გოლი „კარლსრუეს“ შემადგენლობაში

22 მაისი 2023, 20:46 475 ნახვა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში კარლსრუემ კაიზერსლაუტერნი 2:0 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძემ კი გერმანულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, გოლი ბურთთან პირველივე შეხებით 20 წამში გაიტანა.მატჩის მიწურულს მასპინძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს - 2:0. მოგეხსენებათ, ზივზივაძე კარლსრუეს იანვარში შეუერთდა, მაგრამ გერმანული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა. 9 მატჩი ჩაატარა,თუმცა მხოლოდ 2-ჯერ იყო სასტარტოში.კარლსრუეს 33 ტურში 45 ქულით მე-7 ადგილი უკავია, ბოლო ტურში კი 28 მაისს სტუმრად სენტ პაულს შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში