სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვას ითვალისწინებს. ისინი ორ- ვადას, ითხოვენ რათა ერთად შეჯერდნენ სასურველ მოდელზე. მათი თქმით, კერძო პირების დიდი ნაწილი მხოლოდ შეზღუდულ სერვისებით სარგებლობ, რაც არ ფარავს მსხვილ სამედიცინო ხარჯებს. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ყველა სადაზღვევო კომპანიას მოუწევს საკუთარი პაკეტების გადახედვა, შესაძლებელია აღარ გასცენ ინდივიდუალური პაკეტები, რადგან მათთვის რისკები გაცილებით გაზრდილი იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ პაკეტები, შესაძლოა, გაძვირდეს დაახლოებით 10%-დან 25%-მდე.