პეზაროს საოპერო აკადემიის ქართველი ხელმძღვანელი

22 მაისი 2023, 19:54 1220 ნახვა

იტალია, პეზარო - ჯოაკინო როსინის სამშობლო. მსოფლიო დონის კომპოზიტორის სახლი და მისი პირადი ნივთები, ინსტრუმენტები და პარტიტურები, რომლის გადაღების უფლება სწორედ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოიპოვა. სიუჟეტიდან შეიტყობთ ასევე სოპრანო ნინო ლეჟავას კარიერულ იმ უცნობ დეტალებს, რომელმაც ის დიდ წარმატებამდე მიიყვანა. წლების წინ, იტალიაში ჩასულმა სოპრანომ გასაოცარი შეფასება მიიღო ბელ­კან­ტოსმა­მად“ წო­დე­ბუ­ლი მა­ეს­ტ­როს­გან­. ერთი წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის რექტორმა მარიო მელანიმ ნინო ლეჟავა აკადემიაში თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა. გზა საქართველოდან - იტალიის დიდ სცენამდე, როგორია შემოქმედებითი ყოველდღიურობა როსინის ქალაქში?  ნახავთ ჯენი კვანტალიანისა და მანუჩარ გურგენიძის ექსკლუზიურ რეპორტაჟში - პეზაროდან .

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი